მორიგი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე: თბილისში ქმარმა 32 წლის ცოლი მოკლა

  16:48:03     16-03-2015

მკვლელობა მოხდა თბილისში. სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დღეს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, გამთენიისას ბრალდებულმა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე – 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა რაფაელ შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

ბოლო ინფორმაციით, მოკლული 32 წლის ქალის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მკვლელობის ადგილზე კი ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 32 წლის ქალი ეჭვიანობის მსხვერპლი გახდა.

ახლა კი სტატისტიკა, თუ რამდენი ქალბატონი შეეწირა ქმრის ეჭვიანობას: ზესტაფონში ყოფილმა ქმარმა 23 წლის გოგონა მოკლა. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილმა ქმარმა 27 წლის ყოფილი მეუღლე მოკლა.

რვა შვილის დედა და მეცხრეზე ორსულად მყოფი ქალი მეუღლემ ნაჯახით მოკლა.

36 წლის ქალბატონი მეუღლემ დანით მოკლა.

ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს 25 წლის გოგონაც.

გასული წლის 17 ოქტომბერს კი მთელი საქართველო თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ შეძრა. ამ დღეს ილიას უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ იარაიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

გასული წლის 17 დეკემბერს კი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში 1956 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, თ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე, 1978 წელს დაბადებული ე.მ. ცივი იარაღით დაჭრა.ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

საგარეჯოში კი ქმარმა ცოლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა შემდეგ კი მანქანით დაეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი აქაც ეჭვიანობაა.