სუპერ ცომი ხაჭაპურისთვის

  05:11:59     14-03-2015

ძალიან რბილი და ფუმფულა ცომი ხაჭაპურისთვის.

ინგრედიენტები:
ფქვილი
3 ჭიქა
მაიონეზი
100 გ
საფუარი
1 ს.კ
შაქარი
1 ჩ.კ
მარილი
1/2 ჩ.კ
ზეთი
2 ს.კ
რძე
1 ჭიქა (დაახლოებით

საფუარი, შაქარი, 1 ს.კ. ფქვილი შევურიოთ 1/2  ჭიქა თბილ წყალს და 10 წუთი ვადროვოთ. ფქვილი გავცრათ, დავამატოთ მარილი, მაიონეზი, საფუვრიანი წყალი და იმდენი  თბილი რძე, რომ რბილი ცომი მივიღოთ (დაახლოებით 1 ჭ). მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ ზეთი და კიდევ გადავზილოთ. დავდგათ სითბოში ასაფუებლად.

ამ ცომიდან გამოდის ორი დიდი ხაჭაპური.