ფუმფულა ხაჭაპური კეფირიანი ცომით

  00:56:56     13-03-2015

ინგრედიენტები: ფქვილი 500 გ კეფირი 200 გ საფუარი 1 ჩ.კ მარილი კარაქი 100 გ სახაჭაპურე ყველი
ფქვილს შეურიეთ საფუარი, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები  და მოზილეთ ცომი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. 

აფუების შემდეგ ცომი გაყავით 4 ნაწილად და გააბრტყელეთ. ჩაუდეთ გულში ყველი, ხელახლა გააბრტყელეთ და თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით.  გამოაცხეთ  ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.