თურქული ფუნთუშები მწვანე ხახვით
00:54:46     13-03-2015
რეცეპტი
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი
600 გ
რძე
200 მლ
კვერცხის გული
3
საფუარი
1 ს.კ
შაქარი
1 ჩ.კ
მარილი
1 ჩ.კ
კარაქი
100 გ
ზეთი
1 ს.კ
გულსართისთვის:
მწვანე ხახვი
1 კონა
გახეხილი ყველი
250 გ
ზეთი
2 ს.კ
ნაღები ან რძე
100 მლ
კვერცხის გული
1
თბილ რძეში შაქართან ერთად გავხსნათ საფუარი. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად;
გავაკეთოთ გულსართი: დავჭრათ ხახვი და გავურიოთ გახეხილ ყველს.
ცომი რომ ამოვა, ერთხელ კიდევ ჩავზილოთ. გადმოვიღოთ სამუშაო დაფაზე და გავაბრტყელოთ 5 მმ-ზე.
გაბრტყელებული ცომის ნახევარზე წავუსვათ 2 ს.კ ზეთი;
გავანაწილოთ გულსართი ცომის ზეთიან ნაწილზე და ნახევარი საბანივით გადავახუროთ ზემოდან.
დავჭრათ 2 სმ ზოლებად. თითოეული ზოლი დავგრიხოთ და ფუნთუშის სახე მივცეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
გადავიტანოთ ფუნთუშები ქაღალდჩაფენილ საცხობ ფორმაში და დავტოვოთ 30 წუთი ამოსაფუებლად.
თბილ ნაღებში (ან რძეში) შევურიოთ კვერცხის გული და გადავუსვათ ფუნთუშებს. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი