საბერძნეთში, ყაჩაღობის და ქურდობის ბრალდებით, ქართველების 22 კაციანი ჯგუფი აიყვანეს

  16:46:27     10-03-2015

საბერძნეთში ქართველების 22 კაციანი ჯგუფი აიყვანეს. მათ შორის 8 ქალია. ბანდის წევრების დაპატიმრება 25 თებერვალს მოხდა. პოლიციამ ქართველებთან ერთად ერთი ბერძენიც დააკავა.

ბერძნული მედიის ცნობით, დაჯგუფების წევრი ქალბატონები ოჯახებში მომვლელებად ან მედდებად მუშაობდნენ და სახლების და ოჯახების შესახებ ინფორმაციას ბანდის წევრებს აწვდიდნენ. ბერძნულ ტელეარხებზე ახსენეს ადამიანების დაუთავების ფაქტებიც. აყვანილთაგან ერთ–ერთი ოლიმპიური ჩემპიონია.

მითითებულ წყაროში გამოქვეყნებული დაჯგუფების წევრთა ფოტოები.

წყარო