11 ყაჩაღობა ერთ ღამეში - ვინ დაესხა თავს ბენზინგასამართ სადგურებს?
23:46:13     08-03-2015
მასშტაბური
ყაჩაღური თავდასხმები ბენზისნგასამართ სადგურებზე-გვიან ღამით ბელიაშვილის
ქუჩაზე მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურს ნიღბიანი პირები
დაესხნენ თავს.
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს, თუმცა როგორც ადილობრივი პერსონალი აცხადებს, მათი ინფორმაციით გვიან ღამით იგივე შემთხვევა კიდევ 10 ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ "ვიზოლის" ბენზინგასამართ სადგურზეც, სადაც ყვებიან, რომ მათ გვიან ღამით მათ 2 შეიარაღებული ნიღბიანი პირი დაესხა თავს. წაღებული თანხისა და ზარალის ოდენობაზე საუბრისგან კომპანიის წარმომადგენლები თავს იკავებენ.