„იქს ფაქტორიდან“ გამოშვებულმა სტეფანემ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა

  15:35:48     08-03-2015

მას მერე რაც გაირკვა, რომ სტეფანე მღებრიშვილს „იქს ფაქტორში“ ანრი ჯოხაძე ჩაანაცვლებს, მომღერალმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას მომღერალი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს. დიდი ხნით არ დაგვტოვო, გამოეხმაურა მომღერალს მუსიკალური პროდიუსერი, მარინა ბერიძე. საქართველოს დატოვება რომ მდომებოდა, დიდი ხნის წინ დავტოვებდი, ელემენტები რომ მიჯდება, პირველი ჩემთვის დატენვაა. მალე დავბრუნდები, დატენილი, ენერგიით სავსე, პასუხობს სტეფანე.