მიშა მესხი: მაგათი დედაც მოვ...ან, მეძინა, ხომ არ ჩავიფსი
02:20:09     05-03-2015
მეძინა, ხომ არ ჩავიფსი?! - განაცხადა მსახიობმა მიშა მესხმა "ეკა ხოფერიას შოუში" ოსკარის
ცერემონიაზე გადაღებული მისი ფოტოს კომენტირებისასდა კრიტიკის საპასუხოდ შეიგინა. მიშა მესხმა გადაცემაში
"ოსკარის" ცერემონიის შთაბეჭდილებები
გაუზიარა მაყურებელს.
ეროვნულმა კინოცენტრმა კი ფილმ "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის ოსკარის ცერემონიიდან დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღება გამართა.
მიღებაზე ლოს-ანჯელესში განცდილი ემოციების შესახებ ისაუბრეს ფილმის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ და მსახიობმა მიშა მესხმა.
ზაზა ურუშაძე: "ვთქვა? ხალხს ჰგონია, რომ მიშას დაეძინა 10 წუთით, სინამდვილეში, მიშას მთელი ცერემონიის განმავლობაში ეძინა. არ ეძინა მხოლოდ იმ დროს, როდესაც ნომინაციას აცხადებდნენ, რადგან ემზადებოდა, იქნებ ავიდე სცენაზეო და რომ არ გამოვიდა ეს ამბავი, ძალიან მაგრად დაეძინა. ხვრინავდა, ჩემს მხარზე ჰქონდა თავი. საცოდავად გადაღლილი იყო. ორი დღე იმგზარა, მაინც არ უნდა დაძინებოდა, სასაცილოა, სირცხვილია რომ დაეძინა, რაზეა საუბარი. მოჰიტო თუ რაღაც ჯანდაბა დალია და ჩემს მხარზე დაეძინა. ოსკარების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, 87 ცერემონიის მანძილზე, პირველად ვიღაცას ეძინა ამ სასწაულ ცერემონიალზე".
მიშა მესხი: "თავიდან ძალიან ვნერვიულობდით, ტელევიზორიდან ყურება ბევრად მირჩევნია, რადგან ყველაფერი რეგლამენტით არის გაწერილი. ალბათ ნაკლებად ეფექტურია შიგნიდან რომ უყურებ. ჩარჩოებში ხარ მოყოლილი. მოვკვდი ნერვიულობით, დავიბრიდე, მერე გადავთვერი კიდევაც, ყველა სართულზე ბარებია. ვიღაცები ჩალიჩობენ პიარზე. დავიძინე და მთელმა მსოფლიომ ნახა ჩემი ძილი. სრულიად არ მრცხვენია, ჩემო კარგებო. ჩვენს ნომინაციამდე გავუძელი, მერე ჩამეძინა და არ მრცხვენია. მეძინა ჯიგრულად, ძალიან ტკბილად მეძინა. როგორც გინდათ ისე გაიგეთ".