თბილისში 2 მაღაზია გაქურდეს

  12:55:13     04-03-2015

კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს გუშინ   თბილისში. ობიექტების მეპატრონეთა განცხადებით, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 

"წაღებულია როგორც ტექნიკა, ისე ტანსაცმელის გარკვეული რაოდენობა",- აცხადებენ ისინი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველი ორგანოები. მაღაზიებში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და შიგნით მეპატრონეებსაც არ უშვებენ.