შუახევში 17 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
10:22:21     03-03-2015
შუახევში 17 წლის ბიჭი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლობლები ჰყვებიან, რომ ბიჭს დედ–მამაც გარდაცვლილი ჰყავს.
ადგილობრივები მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალებას უკავშირებენ ბიჭის თვითმკვლელობას.
ახალგაზრდას ბებია და ბაბუა ზრდიდა, მას და-ძმა ჰყავს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილის მამაც სწორედ ამ ადგილზე იპოვეს ჩამომხრჩვალი, დედა კი ავარიის შედეგად დაიღუპა.
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.