ქარელში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
12:09:31     02-03-2015
მიმდინარე წლის 17 თებერვალს ქარელში მძიმედ დაჭრილი გიგა კურტანიძე გონსმოუსვლელად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
11 დღის წინ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე პირველი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 1996 წელს დაბადებულმა ნ.ხ-მ გულის არეში ცივი იარაღით დაჭრა.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ბრალდებული პოლიციამ შემთხვევიდან 2 საათში დააკავა.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით აღიძრა, რომელიც 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.