ლუკოილი: „ფასს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გავაძვირებთ“

  11:14:39     02-03-2015

რა ზარალი მიიღეს ნავთობკომპანიებმა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო და გაძვირდება თუ არა საწვავის ფასი იმის გათვალისწინებით რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა?

კომპანია „ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ სრულ სურათს თვის ბოლოს შეისწავლიან.

„კონკრეტულ პერიოდს ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ, რადგან ეს დამოკიდებულია კომპანიის მარაგებზე და სხვა რიგ ფაქტორებზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენგან ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში სხვა გარემოებით. ბოლო წუთამდე შევეცდებით, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული არ იქნას. „