ახმედ ჩატაევი - ისლამური სახელმწიფოს კიდევ ერთი ლიდერი პანკისიდან
15:42:38     28-02-2015
რუსეთის მოქალაქე ახმედ ჩატაევი, რომელიც 2012 წელს ე.წ. ლოპოტას
სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს სირიაში
გამოჩნდა. ჩატაევი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ჩეჩნური ბატალიონის
ხელმძღვანელია. ინფორმაციას ამის შსახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ჩატაევი, რომელსაც ახლა ახმედ ალ-შიშანად მოიხსენიებენ, ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. საქართველოში მის შესახებ ინფორმაცია დაკავების შემდეგ გავრცელდა, რომლის მიხედვითაც იგი დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო, ქისტი მეუღლე ჰყავდა და შეცვლილი სახელით და გვარით (დევიდ მეიერი) პანკისის ხეობაში ცხოვრობდა.
2000 წელს, მეორე ჩეჩნური ომის დროს, დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, უსასტიკესად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს. ახმედ ჩატაევი საქართველოში 2010 წლის გაზაფხულიდან ცხოვრობდა, ამასთან იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში.
წაიკითხეთ სრულად