მარტვილში მამაკაცმა ცოლი ცულით დაჭრა

  17:41:15     26-02-2015

სამეგრელოში ქმარმა ცოლი ცულით დაჭრა. შემთხვევა მარტვლის მუნიციპალიტეტში მოხდა. მეზობლების განცხადებით, ინცინდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადგზე მოხდა.

მათი თქმით,  ცოლ–ქმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება პირველი არ არის. ოჯახს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.  დაზარალებული მარტვილის სავადმყოფოში გადის მკურნალობას. მისი  მეუღლე კი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში განუცხადეს, საქმე ოჯახური კონფლიქტისას მკვლელობის მოტივით არის აღძრული. (11-ე პრიმა 19-108 მუხლი).