დიდმარხვის კალენდარი: კვების გრაფიკი დღეების მიხედვით (+ცხრილი)
16:11:33     26-02-2015
აღდგომის მარხვა – ყველაზე დიდია და მკაცრი, მაგრამ თუ ზოგიერთ დღეს, პრაქტიკულად, ვშიმშილობთ, სხვა დღეებში შესაძლებელია პატარა სადღესასწაულო სუფრის მოწყობა.
მაშ, როგორ ვიკვებოთ დიდმარხვაზე? ყველასათვის ცნობილია, რომ არ შეიძლება არანაირი ხორცეული და რძის ნაწარმი, ასევე, ალკოჰოლი, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოველური წარმოშობის არ არის.
დასაშვებია მხოლოდ ღვინო, ისიც მხოლოდ შაბათსა და კვირას. მაგრამ ეს კიდევ ყველა შეზღუდვა არ არის. დიდმარხვის პერიოდი რამდენიმე ნაწილად იყოფა და ყოველ მათგანს თავისი წესი აქვს. მასში უკეთ გასარკვევად გთავაზობთ ცხრილს.
მშრალი დღეები
მშრალი დღეები – მარხვის ყველაზე რთული ნაწილია. ამიტომაც ეკლესიის რეკომენდაციით, უმჯობესია მის დასაცველად კურთხევა. მშრალი მარხვის დროს დასაშვებია მხოლოდ ცივი საკვები, რომელიც არ იქნება თერმულად დამუშავებული: უმი ბოსტნეული და ხილი, დამარინადებული ბოსტნეული, თხილი და ხანდახან თაფლი.
გამონაკლისია პური – მიუხედავად იმისა, რომ ის ცხვება, მისი მირთმევა დასაშვებია.
მშრალი მარხვა დიდმარხვის პირველ კვირაზე მოდის, ასევე - ყველა ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მე-2-დან მე-6 შვიდეულის ჩათვლით. ბოლო, ვნების კვირასაც არსებობს დღეები, როცა მშრალ მარხვას იცავენ.
ცხელი საკვები ცხიმის გარეშე
სამშაბათსა და ხუთშაბათს დაშვებულია ცხელი, უცხიმო საკვების მიღება. ამ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა წვნიანი და ბურღულის ფაფები, მოხარშული კარტოფილი. ასევე - მოხარშული და ჩათუთქული ბოსტნეული – ცხელი კერძი ბევრად ნოყიერია, ვიდრე უმი ბოსტნეული.
ცხელი საკვები სამარხვო სუფრაზე დევს მარხვის მე-2-დან მე-6 კვირის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.
ზეთზე მომზადებული ცხელი კერძები
ცხიმიანი და ცხელი კერძების მირთმევა მხოლოდ დასვენების დღეებშია დასაშვები. აი, ამ დღეებში შეგიძლიათ შეწვათ კარტოფილი, ბოსტნეულის კატლეტები. ასევე, შაბათ-კვირას შეგიძლიათ მიირთვათ ღვინო.
დღესასწაულები
დიდმარხვაზე სამი მთავარი დღესასწაულია: ლაზარეს შაბათი (4 აპრილი), ბზობა (5 აპრილი) და ხარება (7 აპრილი). ლაზარეს შაბათს დასაშვებია თევზი და ხიზილალა, ხოლო ბზობას – მხოლოდ თევზი. ხარება დღეს, როგორც წესი, თევზით ხსნილია, მაგრამ ამჯერად ის ვნების კვირაში მოხვდა. ამიტომაც მხოლოდ ცხელ, ზეთიან კერძებსა და ღვინოს უნდა დასჯერდით.
10 აპრილი – ვნების, ანუ წითელი პარასკევი
ამ დღეს მორწმუნეები თავს იკავებენ საკვების მიღებისგან.
11 აპრილი – დიდი შაბათი
ამ დღესაც რეკომენდებულია საკვებზე უარის თქმა. თუ გაგიჭირდათ, მიირთვით მცირე დოზით. შესაძლებელია ცხელი კერძის მირთმევა და ძალების შესანარჩუნებლად ცოტაოდენი ღვინო. თუმცა ცხიმი – არ შეიძლება.
ყველა ზემოთ მოცემული წესი ვრცელდება მხოლოდ ჯანმრთელ და ზრდასრულ ადამიანზე. არ შეიძლება მარხვის შენახვა სხვადასხვა დაავადების დროს, ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. იმ ადამიანთათვის, ვისი სამუშაოც მძიმე ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული; ასევე, პატიმრებისა და მოგზაურთათვის.
ზემოთ მოცემული კვების წესი მარხვის დროს შეუძლია დაიცვას სხვა დანარჩენმა მართლმადიდებელმა მორწმუნემ, მაგრამ შედარებით მსუბუქი წესებით და რა თქმა უნდა, მოძღვრის კურთხევით.
gemrielia.ge