უკრაინაში რუსულ აგრესიას 67 ბავშვი და 450 ქალი ემსხვერპლა
14:30:54     24-02-2015
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის მსხვერპლნი 450-ზე მეტი ქალი და 67 ბავშვი გახდნენ.
ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე უკრაინის რადას დეპუტატმა ანა გოლკომ განაცხადა.
,,სესიაზე, რომელიც ადამიანის დემოკრატიულ უფლებებს ეხება, ომის თანმხლებ ჰუმანიტარულ საკითხებზეც ვისაუბრეთ, კერძოდ, კონფლიქტის დროს დაღუპულ ბავშვებსა და ქალებზე. ჩვენ ვიცით, რომ საომარი მოქმედებების დროს 450-ზე მეტი ქალი და 67 ბავშვი დაიღუპა. ისინი რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ.
ეუთო-მ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პრიორიტეტად დაისახავს დაღუპული ქალებისა და ბავშვების თემას, ასევე დევნილების საკითხს, რომელთა რიცხვმაც უკვე მილიონს გადააჭარბა, რათა უკრაინას ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევაში დაეხმარონ.” - აღნიშნა ანა გოლკომ უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, ასამბლეაზე ცალკე განიხილებოდა სიტყვის თავისუფლების საკითხი, კერძოდ, ის შესაძლებლობები, რითაც აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ.
ghn