ირმა ინაშვილის ლექსი კომკავშირზე

  02:04:58     23-02-2015

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ლექსი ვრცელდება, რომელიც 1987 წელსაა გამოქვეყნებული და კომკავშირს ეძღვნება.


მოდის კომკავშირი!

წითელი მანდატი -
სისხლით დაფერილი,
სპეტაკი ოცნება -
მზისკენ გაფრენილი,
გმირული დღეები
ტყვიების მარულით,
მარად საფიცარი
სახელი - მამული!..
მოდის კომკავსირი -
ფოლადად ქცეული,
იმ გოგო-ბიჭების
სახელით ქებული,
ათასი სურვილით,
ათასი იმედით,
ცოცხალი ვარდებით,
ცოცხალი იებით...
სალამი, სალამი,
ფიქრებო ბორისის,
ეს მირზა გვეძახის-
მისი ხმა მოისმის...
თქვენია, თქვენია
სუყველა ღიმილი,
კვლავ გულზე გიბრწყინავთ
მზე ოქროს ღილივით!