ლიმონის და ლავანდას ნაყინი
10:52:14     11-03-2011
მასალა: 500 მლ რძე, 4 სუფრის კოვზი გამხმარი ლავანდა, 4 მსხვილი ლიმონი (მხოლოდ ქერქი), 1/3 ჭიქა თაფლი, 5 კვერცხის გული, 1/4 შაქარი, 250 მლ ცხიმოვანი ნაღები.
ლიმონს ბასრი დანით მოვაშოროთ ქერქი. პატარა ქვაბში ერთმანეთში ავურიოთ რძე და ლავანდა, ჩავამატოთ ლიმონის კანი და თაფლი. ავადუღოთ და შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაჩეროთ 15 წუთი და მერე გავხეხოთ. ავთქვიფოთ გულები შაქართან ერთად, ვიდრე მასა არ გასქელდება. ეს ნარევი ქვაბში ჩავაბრუნოთ და ხელახლა წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ ნაღები. კარგად ავთქვიფოთ და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით. მომზადებული ნაყინი შეიძლება ლავანდას ტოტით გავაფორმოთ.