ლიმონის ჯემი

  19:40:58     22-02-2015

ინგრედიენტები: ლიმონი 1 კგ წყალი 1.5 ლ შაქარი 1.2 - 1.5 კგ
ლიმონი გარეცხეთ და სიფრიფანა ნაჭრებად დაჭერით. კურკები მოაცილეთ. გადაიტანეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით წყალი და დატოვეთ ერთი ღამე. შემდეგ წამოადუღეთ და იმდენხანს ხარშეთ, სანამ კანი არ დარბილდება.  დაამატეთ შაქარი და განაგრეთ ხარშვა კიდევ 20 წუთით.  ამის შემდეგ გადაიტანეთ ცხელი ჯემი სუფთა ქილაში და ცხელსვე დააფარეთ სახურავი.