„გია სოსანაშვილი ამბობს, რომ მისი ნერწყვის ნიმუში ასაფეთქებელ მოწყობილობას წაუსვეს“
16:58:17     20-02-2015
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი აცხადებს, რომ
პროკურატურამ დნმ-ის ანალიზი გააყალბა.
ბრალდებული ადვოკატ სოსო ჯოგლიძეს მოუყვა, რომ მას დნმ-ის ნიმუში გენინსპექციაში დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 6 თებერვალს აუღეს, რაც არ დაულუქავთ და არ დაუფიქსირებიათ. ნერწყვის ნიმუში კი ყარაფილას სასაფლაოზე წაიღეს და ასაფეთქებელ მოწყობილობას წაუსვეს.
სოსო ჯოგლაძე: სატელეფონო ზარითაც ფიქსირდება, რომ გია სოსანაშვილი გენინსპექციაში 6 თებერვალს დაიბარეს, სადაც როგორც ჩემი დაცვისქვეშ მყოფი მიყვება, აუღეს დნმ-ის ნიმუში, რომელიც არ დაულუქიათ. მაინტერესებს, სად არის 6 თებერვალს აღებული დნმ-ის ნიმუშის მასალები, რატომ არ არის ის საქმეში, განსხვავებით შვიდში აღებული ნიმუშისგან? 7 თებერვალს ნიმუშის აღება კანონიერად ჩატარდა. 7 თებერვლის მასალები საქმეშიც დევს. სოსანაშვილი აცხადებს, რომ ნერწყვის ნიმუში რომელიც მას 6 თებერვალს აუღეს ყარაფილას სასაფლაოზე წაიღეს და ასაფეთქებელ მოწყობილობას წაუსვეს. ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი ამას იტყვის. არ ჩატარებულა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.
"პრესა.ჯი": მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული, ხომ არ ცვლის ეს არსებულ სურათს?
- აღნიშნული განცხადების შემდეგ რაიმე დოკუმენტი მე არ გადმომცემია. აქიდან გამომდინარე სამართლებრივად შეცვლის თუ არა პროკურატურის მაღალჩინოსანის ეს განცხადება ვითარებას ვერ გეტყვით. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტს საუბრობს სახელმწიფო ბრადება მით უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს.
- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსანასვილი შეიძლება ციხიდან გაათავისუფლონ, რდაგან მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს...
- ჩემი თანხმობის გარეშე წარადგინეს აღნიშნული ავადმყოფობის შესახებ დოკუმენტაცია ციხის ადმინისტრაციაში, მეტი სიფრთხილე გვმართებს. სხვას არაფერს ვიტყვი ამ საკითხზე.