ვარკეთილში ავარიის შედეგად მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

  14:22:09     19-02-2015

"პრესა.ჯი"-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვარკეთილში მიმდინარე წლის 7 თებერვალს მომხდარი ავარისას 46 წლის გოჩა ოსიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი გოჩა გრიგოლაშვილი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი რესტორანში შევარდა და 40 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნასვამი მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა, შს სამინისტროს თანამშრომელი იყო.

"პრესა.ჯი" თავადპირველად ინფორმაციის გარკვევას შს სამინისტროში შეეცადა. უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტზე მთავარი პროკურატურისთვის უნდა მიგვემართა. 

პროკურატურის პრესსამსახურში კი "პრესა.ჯი"-ს ოფიციალურად დაუდასტურეს პოლიციელის დაკავების ფაქტი. 

"ეს პიროვნება დაკავებულია, უკვვე აღმკვეთიც იყო,  276-ე მუხლის მე-6 ნაწილით",- აღნიშნავენ პროკურატურაში. 

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი 46 წლის მამაკაცს მაშინ დაეჯახა, როცა ის 5 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მამა შვილს გადაეფარა, ბავშვი მსუბუქად დაშავდა. აკაცს მაშინ დაეჯახა, როცა ის 5 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მამა შვილს გადაეფარა, ბავშვი მსუბუქად დაშავდა.