"ოსკარზე" მიმავალი ქართველი მსახიობები თურქეთში ჩარჩნენ - სტამბოლში დიდთოვლობის გამო რეისები გადადებულია

  13:15:35     19-02-2015

ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობები სტამბულში არიან ჩარჩენილები, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი ია სუხიტაშვილი წერს:

"ვითხოვ სასწრაფოდ დახმარებას, სტამბულის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია, ჩავრჩით საშინელი დიდთოვლობის გამო, ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით, კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება, მომწერეთ პირადში, თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე. წინასწარ მადლობას გიხდით." - წერს სუხიტაშვილი.

ცნობისთვის, სტამბულში გადაუღებელი თოვის გამო ყველა რეისი გადადებულია.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით კი  ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა მსახიობებმა "ოსკარის" დაჯილდოების ცერმონიაზე ჩასვლა მოახერხონ.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა სტამბოლში საქართველოს კონსულს, ირაკლი ასაშვილს  მგზავრობის საკითხების მოგვარების შესახებ. ასაშვილი ქართველ მსახიობებს უკვე ესაუბრა.