Coq au vin - ქათამი ღვინოში - უგემრიელესი ფრანგული კერძი

  00:55:28     18-02-2015

რეცეპტი ინგრედიენტები: ქათამი წითელი ღვინო 700 გ ქათმის ბულიონი 450 მლ ბეკონი 150 გ სტაფილო 1 ცალი ხახვი 2 თავი ნიორი 2 კბილი ოხრახუში ხმელი ქონდარი 1 ჩ.კ ტომატ-პასტა 1 ჩ.კ დარბილებული კარაქი 2-3 ს.კ ფქვილი 3-4 ს.კ მარილი და პილპილი
ბულიონი და ღვინო ჩაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ სანამ დანარჩენ ინგრედიენტებს მოამზადებთ.
დაჭერით ქათამი, ბეკონი, ხახვი და სტაფილო. ბეკონი მობრაწეთ ტაფაში და გადაიტანეთ ცალკე. ამავე ტაფაში დაბრაწეთ ქათმის ნაჭრები. დაამატეთ ხახვი, ნიორი და რამდენიმე წუთი შუშეთ. შემდეგ დაამატეთ ტომატ-პასტა და კიდევ რამდენიმე წუთი განაგრძეთ შუშვა. დაასხით მდუღარე ბულიონიანი ღვინო, დაამატეთ სტაფილო, ქონდარი, ოხრახუშის კონა (რომელსაც შემდეგ ამოიღებთ) და დაფნა.  ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი (შეიძლება ღუმელშიც). 

კარაქს შეურიეთ ფქვილი და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. სოკო დაჭერით ამ მთლიანები შეწვით 1 კოვზ ზეთში. ქათმის ხორცი გადმოიღეთ ცალკე, გადმოწურეთ 700-800 მლ სოუსი და გახსენით მასში ფქვილიანი კარაქი. ამ სოუსში ჩაამაბრუნეთ ქათმის ხორცი, შემწვარი სოკო, ბეკონი  და 5 წუთით კიდევ წამოადუღეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მზა კერძს ბოლოს მოაყარეთ ცოცხალი ოხრახუში.