12 წლის ორსული გოგონას ქმარი დააკავეს
15:11:25     17-02-2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის რაიონში მცხოვრები 12 წლის ორსული გოგონას ყოფილი მეუღლე დააკავეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, 18 წლის ახალგაზრდას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის გოგონას ორსულობის შესახებ „პრესა.ჯი“ წერდა.
დღეს კი გაირკვა, რომ 2 კვირის წინ 18 წლის ბიჭმა გოგონა მიატოვა და პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც 9 თვის ორსულია.
იხ. მასალა: გურჯაანში 12 წლის გოგონა ექვსი თვის ორსულია