გრილზე შემწვარი ვარიები ჩინურად
22:19:21     16-02-2015
რეცეპტი
ინგრედიენტები:
ვარიები (პატარა ქათმები)
2 ცალი (600-700 გ თითოეული)
მარილი
2 ს.კ
შაქარი
1 ს.კ
ბადიანი
3 ცალი
მიხაკი
6 ბუტონი
დარიჩინი
2 ჯოხი
კამის თესლი
1 ს.კ
სიჩუანური პილპილი
1 ს.კ ( ან ჩვეულებრივი პილპილის მარცვლები)
ჯანჯაფილი (კოჭა)
3 სმ ფესვი
ჩილი წიწაკა
1
ქინძი
მწვანე ხახვი
1 კონა
ბადიანი, დარიჩინი, მიხაკი, კამის თესლი და პილპილი მშრალ ტაფაზე მოვხალოთ, რათა არომატი უკეთ გაუშვას. ჯანჯაფილი გავასუფთავოთ და წვრილ ჩხირებად დავჭრათ. მწვანე ხახვის თეთრი თავები გავჭრათ შუაზე. ზედა მწვანე ნაწილი კი ქინძთან და ჩილი წიწაკასთან ერთად წვრილად დავჭრათ.
ვარიები გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და ზედმეტი ცხიმი მოვაცილოთ.
ქათმის შეწვის დროს, ზემოდან დასადებად დაგვჭირდება 2 აგური ან სხვა რაიმე მძიმე საგანი. აგური შევფუთოთ ფოლგის რადენიმე ფენაში.
მოვამზადოთ მარინადი. ქვაბში ჩავასხათ 2 ლ წყალი, წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი, შაქარი, მოხალული სუნელები. გავაციოთ, დავამატოთ ჯანჯაფილი და მწვანე ხახვის თავები. ჩავდოთ მარინადში ქათამი და შევინახოთ მაცივარში 12 საათი.
გავახუროთ გრილი. ნაკვერჩხალი რომ ნაცრისფერს მიიღებს და ცეცხლის ალი მინელდება, გრილის ბადეს ცხიმი წავუსვათ და დავდოთ მარინადიდან ამოღებული ქათამი. ქათამი წინასწარ გავჭრათ შუაზე, მოვაცილოთ სუნელების ნარჩენები, გრილზე დადების შემდეგ კი დავადოთ აგური, რომ ბრტყელი ფორმა მიიღოს. შეწვის დროს პერიოდულად ვატრიალოთ, რომ არ დაიწვას და თანაბრად მომზადდეს. დრო დამოკიდებულია ქათმის ზომასა და გრილის სიმხურვალეზე.
შემწვარი ქათამი გადმოვიღოთ, დავასვენოთ 5-7 წუთი, შემდეგ დავჭრათ და მოვაყაროთ წიწაკისა და მწვანილის ნარევი