ღარიბაშვილი: კეზერაშვილის და ახალაიას კადრების დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში
12:37:39     12-02-2015
ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა არის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რაც ყოვლად დაუშვებელია, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ განცხადებებზე კომენტარი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენებს როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადოების მხრიდან სწორი გაანალიზება და შეფასება სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში ძირეული ცვლილებები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე განმარტება უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა. მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ყველა საკადრო ცვლილება არგუმენტირებულად განხორციელდა და შესაძლოა მომავალშიც იყოს, რათა სამინისტროში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს, მენეჯმენტი გაუმჯობესდეს და პრობლემები მოგვარდეს.