დიდ დიღომში 2 მოზარდი დაჭრეს, მათი მდგომარეობა მძიმეა

  18:51:38     09-02-2015

თბილისში, პეტრიძის ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში 186-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილები თანაკლასელები არიან. 

186-ე სკოლის დირექტორის , მაია გრიგოლიას განცხადებით, დაჭრა დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მოხდა. ორივე დაჭრილი ამავე სკოლის მეთე კლასის მოსწავლეა. 

დაჭრა კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.

ამ დროისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია, თუმცა  დირექტორის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ დანაშაული ამავე სკოლის მოსწავლემ ჩაიდინა, რომელიც მიმალულია.

 დაჭრილები იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

"ორი ბავშვია დაჭრილი. მძიმე მდგომარეობაში არიან.  როგორც ვიცი, ერთი კონტაქტურია, მეორე კი  არა. ფილტვის და მუცლის არეში არიან დაჭრილები, ორივეს ზურგიდან აქვთ ჭრილობები", - აღნიშნა მაია გრიგოლიამ.

 შემთხვევის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

დიდ დიღომში მომხდარი კრიმინალური ფაქტი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ.