იური ვაზაგაშვილის მკვლელოაში ბრალდებულის და: რა მიზეზით უნდა ჩაედინა მკვლელობა?

  15:22:50     09-02-2015

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მოქმედი პოლიციელის გია სოსანაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს ამ წუთებში მიმართავს.

„პრესა.ჯი“ სხდომის დაწყებამდე სოსანაშვილის ადვოკატს ესაუბრა. 

- გადმოგეცათ თუ არა საქმის მასალები და რა წერია საქმეში?

სოსო ჯოგლიძე: 8 ტომიანი საქმეა, რომელსაც ლოგიკურად ერთ საათში ვერ გავეცნობოდი.

- თუ ესაუბრეთ დაკავებულს და რას აცხადებს ის? 

- სოსანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მის მიერ არ არის ჩადენილი მკვლელობა, მას აქვს ალიბი, რაზეც სასამართლოზე ვისაუბრებთ. 

სოსანაშვილი სოფელში 19 იანვარს იყო ჩასული და შემდეგ არც ჩასულა. იმ დღისათვის როცდესაც მოხდა აღნიშნული დანაშაული ის არ იმყოფებოდა გავლითაც კი აღნისნულ ტერიტორტიაზე. ის იმყოფებოდა კასპში.

- როგორ აფასებთ სოფელ ყარაფილაში აფეთქების ადგილას დნმ-ს აღმოჩენის შესახებ პროკურატურის განცხადებას?

- ალტერნატიული ექსპერტიზა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ გავაბათილოთ ის ბრალდება, რაც დღეს სახელმწიფო ბრალდებას გააჩნია.

სოსიაშვილის სასამართლოზე იმყოფებოდა დაკავებულის და. ლია სოსანაშვილი ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, მკვლელობის მოტივის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. 

დაკავებული პოლიციელის და ძმისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და საქმის ობიექურ გამოძიებას მოითხოვს.  

ლია სოსანაშვილი: დაკავების წინა დღეს პოლიციაში დაუბარებიათ და დნმ-ს ტესტი ჩაუტარებიათ. არანაირად არ იყო აღელვებული, ამბობდა გაუგებარია მე რატომ დამიბარესო.

კითხზვაზე მეგობრობდა თუ არა მისი ძმა ირაკლი ფირცხალავასთან ლია სოსანაშვილმა განაცხადა, რომ მეგობრობის შესახებ არაფერი იცის.

„არასდროს მინახავს ფირცხალავასთან ერთად. ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო, მაგრამ კითხვები გვაქვს, რატომ უნდა გაეკეთებინა, რა მიზანი ჰქონდა, რისთვის გააკეთა. ვეცდებით რომ გამოძიება წავიდეს კანონიერად. ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და ერთი დარღვევა არ ჰქონია, არც ერთი უკანონო არ ჩაუდენია, გამოუცდელი პოლიციელი არ იყო, რა მიზეზით უნდა ჩაედინა მკვლელობა?“