ქუთაისში 19 წლის ახალგაზრდა ავარიის შედეგად გარდაიცვალა

  14:25:17     06-02-2015

ქუთაისში, მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. აღმაშენებლის გამზირზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.  

მანქანა ახალგაზრდა გოგონას   მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ეკლესიიდან გამოდიოდა. 

დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ის  აფხაზეთიდან დევნილია.

მომხდარი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს, სადაც აღნიშნეს, რომ  გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

კითხვაზე არის თუ არა დაკავებული მძღოლი სამინისტროში არ პასუხობენ. 

გავრცელებული ინფორმაციით კი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.