
ღარიბაშვილი: ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ
14:48:55     05-02-2015
ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ, პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ პროცედურები, რათა კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში, - პრემიერ-მინისტრმა ყველა უწყებას გადაწყვეტილებების დროულად მიღებისკენ მოუწოდა.
დავალება სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების პირველ პირებს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.
მთავრობის მეთაურმა მსხვილ ბიზნესმენებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესმენები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯანსაღი, თავისუფალი ბიზნესგარემოა და გასული წელი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველა მათგანისთვის საუკეთესო იყო.