ქათმის სალათა მარწყვით
11:08:41     10-03-2011
მასალა: ქათამი – 2 ფილე, მარწყვი – 50 გრამი, ავოკადო – 1 ცალი, მწვანე სალათის ფურცლები – 2 ცალი, ნაღები – 2 სუფრის კოვზი, არაჟანი – 1 სუფრის კოვზი, გამდნარი კარაქი – 1 სუფრის კოვზი, დაჭრილი ნუში – 1 სუფრის კოვზი, ლიმონის წვენი – 1 ჩაის კოვზი, კეტჩუპი – 1 ჩაის კოვზი, შაქარი – 1/2 ჩაის კოვზი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
ქათმის ფილე დავჭრათ ზოლებად და შევწვათ გაცხელებულ ცხიმში. მოვაყაროთ მარილი. ლიმონის წვენს ჩავუმატოთ შაქარი და დავასხათ მარწყვს. ავოკადოს მოვაშოროთ კურკები, კანი და დავჭრათ ნაჭრებად. სოუსისთვის ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ კეტჩუპი და არაჟანი, ასევე მარილი და პილპილი. მომზადებული ყველა ეს ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ, სასალათეზე გავშალოთ სალათის ფურცლები, მოვათავსოთ ეს მასა, დავასხათ სოუსი და მოვაყაროთ დაჭრილი ნუში.