fresh news: "ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში ეხვევა - რა მოხდა ფოთში ?!" (ვიდეო)
13:25:15     05-02-2015
ინტერნეტ ტელევიზია fresh news - ი დეპუტატ ეკა ბესელიას ვაჟზე, რატი მილორავაზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
fresh news - ის სიუჟეტში საუბარია, რომ რატი მილორავა ფოთის პროკურორსა და ფინანსური პოლიციის უფროსს ფოთში, რესტორან ,,ფაზისში’’ კონკრეტული პირის დაკავებაზე ესაუბრებოდა. საუბარი კი ხმაურში გადაიზარდა.
"ეკას შვილს ახლდნენ
ფოთის პროკურორი და
ფინანსური პოლიციის უფროსი. იჯდნენ ერთად, სვამდნენ. ხმამაღალი საუბარი წავიდა და ეს ბავშვი ყვიროდა დედაჩემმა დაგავალათ და კაცი ვერ დაგიჭერიათო. საუბარი იყო სარსანიაზე, დათომ ( დავით ბუკია -
ფინანსური პოლიციის უფროსი) უთხრა, რომ ეს არასწორი ქმედებაა შვილოო, შენ რომ ლაპარაკობო. ჯიმი - პროკურორი მიჩოხამებული ჰყავდა ამ ბავშვს. ჯიმის მისთვის პასუხი არ გაუცია. ერთადერთი დათო იყო რომ შეეპასუხა არასწორად იქცევიო და საუბარში ჩანგალი იქნა მოქნეული",- უყვება ჟურნალისტს "ქართული ოცნების" წევრი ელგუჯა მერგანტია.
ეკა ბესელიას რაც შეეხება ის ფოთში მომხდარ ამბავს არ ადასტურებს და ამბობს:
"ეს თქვენი მოგონილი ინფორმაციაა, საერთოდ არ ყოფილა ფოთში".
პ.ს: ასევე იხილეთ მასალა - ბესელიას ოჯახი "პრესა.ჯი"-ს ფულად კონპენსაციას სთხოვს - რას გადაწყვეტს სასამართლო?