კრევეტები მაიონეზით

  11:06:20     10-03-2011

მასალა: კრევეტები – 50 გრამი, კვერცხი – 2 ცალი, მოხარშული ხეკის ფილე – 150 გრამი, ანჩოუსის მარინადი – რამდენიმე წვეთი, ზეთისხილი კურკების გარეშე – 8 ცალი, ლიმონი – 2 ნაჭერი, ლიმონის წვენი – 1 ჩაის კოვზი, მარილი, ოხრახუში, მაიონეზი – 100 გრამი.

 

მოვამზადოთ კრევეტები. მაგრად მოხარშული კვერცხის გული ავსრისოთ, ცილა კი წვრილად დავჭრათ. თევზის ფილეც ასევე წვრილად დავჭრათ. მომზადებული ინგრედიენტები ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ლიმონის წვენი, პილპილი, ანჩოუსის მარინადი და მაიონეზის ნაწილი. ყველაფერი მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან დავასხათ დარჩენილი მაიონეზი, გავაფორმოთ მწვანილით, ლიმონის ნაჭრებით და ზეთისხილით.