შოკოლადის დესერტი
11:02:49     10-03-2011
მასალა: შოკოლადი – 200 გრამი, შაქრის ფხვნილი – 1/4 ჭიქა, კვერცხი – 4 ცალი (ცალ-ცალკე ცილა და გული), კონიაკი – 2 სუფრის კოვზი, კარაქი – 7 სუფრის კოვზი, კაკაოს ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი.
მოვამზადოთ კაკაო. შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი, შაქრის ფხვნილი და ავურიოთ. კვერცხის გულები ავთქვიფოთ, დავამატოთ შოკოლადი, კონიაკი, გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. ცილა კარგად ავთქვიფოთ აქაფებამდე და ჩავუმატოთ შოკოლადს. მიღებული მასა მოვათავსოთ მცირედად კარაქწასმულ ფორმაზე და მთელი ღამე დავტოვოთ მაცივარში. შოკოლადის დესერტი შეგვიძლია მივირთვათ ათქვეფილ ნაღებთან ერთად.