მერკელი: გერმანია უკრაინას არ შეაიარაღებს
21:27:35     03-02-2015
გერმანია უკრაინას იარაღით არ მოამარაგებს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, ამ კონფლიქტის მოგვარება ძალისმიერი გზით შეუძლებელია. კრიზისის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. მინდა მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო ცეცხლის შეწყვეტისკენ,"-აღნიშნა მერკელმა.