“Depeche Mode” – ის ვოკალისტი ქველმოქმედებისთვის დააჯილდოვეს
10:55:52     10-03-2011
“Depeche Mode” – ის ვოკალისტი დეივ გაანი საქველმოქმედო ორგანიზაცია “MusiCares” – მა დააჯილდოვა. როგორც “Variety” იუწყება, მომღერალი განსვენებული ბლუზმენის სტივ რეი ვონის პრემიას, ორგანიზაციისათვის გაწეული აქტიური დახმარებისათვის მიიღებს.
ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია 1989 წელს იქნა დაარსებული და იმ მუსიკოსებს უდგას მხარში, ვინც ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისაგან იტანჯება. თავად გაანს, 1990-იან წლებში, ამ კუთხით, სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც თვითმკვლელობაც კი სცადა. დღეისათვის ის ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევს.
დაჯილდოვების ცერემონიალი ლოს-ანჟელესში, კლუბ “Club Nokia” – ში, 6 მაისს გაიმართება და სხვადასხვა მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. შემოსული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.