ადვოკატი: ირაკლი ფირცხალავა დაკავებულია

  12:14:39     02-02-2015

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს. 
ამის შესახებ ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს მისმა ადვოკატმა კახა შონიამ დაუდასტურა. 

„პრესა.ჯი“ - მ დაკავებულის ადვოკატი მაშინ ჩაწერა, როცა ის პროკურატურაში შესვლას ცდილობდა.

„პრესა.ჯი“: რა სტატუსით იმყოფება ფირცხალავა პროკურატურაში?

- ის დაკავებულია... 09:30 საათზე დააკავეს, მას ხელბორკილები დაადეს და განუმარტეს უფლებები.

- დაკავების მიზეზი,  ზურა ვაზაგაშვილის საქმეს ხომ არ უკავშირდება?

- შევალ და გავარკვევ... ზარს ველოდები პროკურატურიდან რომ შევიდე.  ვრცელი კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება...

მთავარმა პროკურატურამ დღეს დილით კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკი ფირცხალავა დააკავა. ის სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, ფირცხალავასთან ერთად დაკავებულია შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი, ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, კობა ნაკანი.