არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავა დააკავა
10:22:42     02-02-2015
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დაკავებულია.
ამასთან, პროკურატურაში იმყოფებიან
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი, ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი.
სავარაუდოდ აღნიშნული პირების დაკავება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხება.
"მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ გავყვეთ და მივყვებით. როგორც თვითონ ამათგან ვიცი, ნაკანიც ანალოგიურად გადაყვანილი ჰყავთ",- განაცხადა
ფირცხალავამ პროკურატურაში გადაყვანამდე.
პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავას და სხვა პირების დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთბულა.