თურქები "ალი და ნინოს" ეკრანიზაციას იწყებენ

  22:58:01     01-02-2015

ყურბან საიდის "ალი და ნინო" ერთ-ერთი გახმაურებული წიგნია ბოლო დროს. მისი ეკრანიზაციით თავის დროზე ჰოლივუდიც დაინტერესდა, თუმცა ამჯერად პროექტს თურქებმა მოჰკიდეს ხელი სერიოზულად და "აღმოსავლურ რომეო და ჯულიეტად" წოდებულ სიყვარულის ამბავს ეკრანზე გადაიტანენ.

მარია ვალვერდე ესპანელი მსახიობია, ცნობილი ფილმის "ციდან სამ მეტრზე" ვარსკვლავი, რომელიც თანამედროვე ესპანური კინოს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. გოგონა უკვე დაამტკიცეს როლზე და ისიც თქვა, რომ აზერბაიჯანული ენის სწავლას გეგმავს სპეციალურად ამ ფილმისთვის.

გადაღებებიც მადრიდში იგეგმება – სწორედ ამ ქალაქის ქუჩებში გეგმავენ სასიყვარულო ამბის განვითარებას. რაც შეეხება ალის, მუსლიმანი არისტოკრატის როლს ებრაელი მსახიობი ადმა ბაქრი შეასრულებს.