ყაჩაღობა ოზურგეთში ე.წ "თავნის" გამო

  15:37:39     29-01-2015

გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, სუპერმარკეტ “მოდერნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყაჩაღობა მოხდა. 25 წლის დანით შეიარაღებული  მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და მეპატრონისგან დიდ თანხას ითხოვდა.  

დამნაშავემ, მარკეტიდან ვერაფრის გატანა ვერ მოასწრო, რადგან მომსახურე პერსონალმა დაცვის პოლიციის გამოძახება შეძლეო

 შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი დამნაშავე ადგილზე დააკავეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან სუპერმარკეტის მეპატრონე შეუძლოდ გახდა. 

ეჭვმიტანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები  ზ.ლ.- ია. როგორც გაირკვა, დაკავებულს  თანხა ე.წ. თავანის ჩასაბარებლად სჭირდებოდა. 

"პრესა.ჯი" მომხდარზე შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე  სსკ 179-ე მუხლითაა აღძრული.