სოკარი აგრძელებს ფასების კლებას

  15:03:52     26-01-2015

საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების გაიაფების მიხედვით, გრძელდება ფასების შემცირება ,,სოკარი’’-ს ავტოგასამართი სადგურების მთელი ქსელის მასშტაბით ყველა სახის ნავთობპროდუქტზე.

ამჯერად ფასები კიდევ 5 თეთრით შემცირდა და 2015 წლის 26 იანვრის მდგომარეობით შეადგინა: ,,ნანო-დიზელზე’’- 1,65 ლარი; ,,ევროდიზელზე’’- 1,84 ლარი; ,,ნანო-რეგულარზე’’- 1,68 ლარი; ,,ევრორეგულარზე’’- 1,71 ლარი; ,,ნანო-პრემიუმზე’’- 1,79 ლარი და ,,სუპერზე’’- 1,89 ლარი.

გარდა აღნიშნულისა, ,,სოკარის’’ მომსახურების ცენტრებში ქვეყნის მთელი მასშტაბით, მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას ბუნებრივ გაზზე ფასდაკლება შეადგენს 9 თეთრს.
2014 წლის აგვისტოდან დღემდე, სოკარის ქსელში საწვავზე ფასების კლება მოხდა 16-ჯერ და ჯამში 45 თეთრამდე შეადგინა.