სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება
07:54:20     26-01-2015
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზავის რეჟიმი
23-24 იანვარს 86-ჯერ დაირღვა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანელებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღით სომხური პოზიციების მიმართულებით 600-ზე მეტი გასროლა განახორციელეს, რასაც სომხეთის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ორმხრივი სროლის შედეგად, სომხეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, 14 აზერბაიჯანელი და 5 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.