ჩებურეკი
01:21:46     26-01-2015
ჩებურეკი რუსული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული და ცნობილი კერძია. ხრაშუნა ცომის, გემრიელად შეზავებული
გულსართისა და მარტივი რეცეპტის წყალობით ჩებურეკი, იმედია, ჩვენს ერთგულ
მკითხველსაც ძალიან მოეწონება.
ინგრედიენტები: ზეთი შესაწვავად ფქვილი 4 ჭიქა ზეთი 8 სუფრის კოვზი შაქარი 1/2 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის კოვზი ძირა გემოვნებით მარილი გემოვნებით პილპილი გემოვნებით შერეული ფარში 600 გრ. რძე ან წყალი ოხრახუში 1 კონა წყალი 1 1/4 ჭიქა
მოვამზადოთ ცომი - ფქვილი თასში ჩავყაროთ, გავუკეთოთ ჩაღრმავება, ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი, შაქარი, ზეთი, არაყი და მოვზილოთ ერთგვაროვანი, ნაზი ცომი. ცომი ხელებზე არ უნდა გვეკრობოდეს, ფქვილისა და წყლის რაოდენობა შეგვიძლია ზელვის დროს ვარეგულიროთ. თასს გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და ცომი ცოტა ხნით დავასვენოთ. შემდეგ ზეთით დავისველოთ ხელები, ცომი ჩავზილოთ და ისევ დავდგათ. ამ პროცედურის გავლის შემდეგ ცომი თანაბარი ზომის ბურთულებად დავჭრათ, ფქვილიან ზედაპირზე გავაბრტყელოთ ისე, რომ მრგვალი ფორმა მიიღოს. ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოვათავსოთ ფარში, გადავკეცოთ და კიდეებში ჩანგლის კბილებით დავაწვეთ, რომ ჩებურეკი შეიკრას და თანაც ლამაზი გამოვიდეს. ჩებურეკი ბევრ ზეთში (ფრიტიურში), ორივე მხრიდან უნდა შევწვათ და ცხელ-ცხელი მივირთვათ. შეწვისას ჩებურეკები ზეთში უნდა დაიფაროს.
ფარშს შევურიოთ გატარებული ან ძალზე წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში, დავასხათ იმდენი რძე ან წყალი, რომ მასა ოდნავ გათხელდეს და ჩებურეკი წვნიანი გამოვიდეს. გემოვნებით შევაზავოთ მარილითა და პილპილით, დავუმატოთ ძირა ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სანელებელი.