ეუთო: ტროლეიბუსს ნაღმმტყორცნიდან ესროლეს
12:10:00     23-01-2015
დონეცკში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებზე ეუთო საუბრობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჭურვები ტროლეიბუსის გაჩერების მიმართულებით ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ რაიონიდან ისროლეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ აკონტროლებს ტერიტორიას, საიდანაც გასროლა განხორციელდა.
მომხდარში კიევი და სეპარატისტები ერთმანეტს ადანაშაულებენ. დონეცკის დასახლებული რაიონების დაბომბვის ფაქტს გმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. საგანგებო განცხადება გაეროს უშიშროების საბჭომ გვიან რამით გააკეთა. მოსკოვმა კი ეუთოს დონეცკში მომხდარი აფეთქების გამოძიებისკენ მოუწოდა.