ბათუმში წუხელ ქალი დაჭრეს

  11:00:41     23-01-2015

ყაჩაღობა, ბათუმში დაჭრილია შუახნის ქალბატონი. როგორც "პრესა.ჯი"-ს ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს, დაზარალებული მაშინ დაჭრეს, როცა ის სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. 

"ეს ქალი  აფთიაქის თანამშრომელია.   მან აფთიაქი დაკეტა და სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ორი პირი თავს დაესხა. ეტყობა ფულს ითხოვდნენ, ამას წინააღმდეგობა გაუწევია და ხელისა და ზურგის არეში დაჭრეს",- აცხადებს ბათუმის მკვიდრი. 

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.