ბათუმში მოქალაქე დავით მანჯავაძის ავტომანქანა დაწვეს

  11:35:50     22-01-2015

ბათუმში მოქალაქე დავით მანჯავაძის ავტომანქანა დაწვეს.  მანჯავიძე აცხადებს, რომ შემთხვევა ღამის 3-ის ნახევარზე მოხდა.

"ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ ღამით უცნობი მამაკაცი მანქანას ბენზინს ასხამს და ცეცხლს უკიდებს, შემდეგ კი, მერსედესის ტიპის ავტომანქანაში ჯდება და მიდის, მერსედესის ნომერი კამერამ ვერ დააფიქსირა",- აღნიშნავს დაზარალებული.  

მან  პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

მანჯავიძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი , მისი და  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის მეგობრობას უკავშირდებოდეს. 

"პრესა.ჯი" შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშრდა, სადაც აღნიშნეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით  გულისხმობს.