ძარცვა თუ ყაჩაღობა? – რას ამბობს შს სამინისტრო ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე

  10:48:41     21-01-2015

შინაგან საქმეთა სამინისტოში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოთხმა ნიღბიანმა ფონიჭალაში,  ახმედოვების ოჯახის უფროსი, დისახლისი და მცირეწლოვანი ბავშვი დააბა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს ჭიკაიძის უწყებაში განუცხადეს, თავდამსხმელები შეიარაღებულები არ ყოფილან.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები დააბეს, არ შეესაბამება სიმართლეს. სახლში მხოლოდ ოჯახის უფროსი მამაკაცი იმყოფებოდა. გამოძიება კი შესაბამისი მუხლით, 178 -ე მუხლით დაიწყო", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

ძარცვა ფონიჭალაში ახმედოვების ოჯახი გვიან ღამით მოხდა. მძარცველებმა სახლიდან ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ექსპერტ-კრიმინალიტები აწარმოებდნენ.