ხარკოვში ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

  09:51:44     20-01-2015

უკრაინის ქალაქ ხარკოვში გვიან საღამოს მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბომბი მოსკოვის რაიონის სასამართლოსთან ამოქმედდა. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

4 მათგანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც ტერაქტი შესაძლოა მსხვერპლით დასრულდეს.  

მომხდარის გამო ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ტერორისტთა დასაკავებლად ხარკოვში მასშტაბური რეიდები ტარდება.