გიუმრიში დამატებითი ძალები შეჰყავთ

  09:51:00     20-01-2015

სომხეთის ქალაქ გიუმრიში დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ჩავა.  ალექსანდრ ბასტრიკინი ქვეყნის უმარეს პირებს შეხვდება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთის ტერიტორიაზე გაიმართება, თუმცა ის სასჯელს რუსეთში მოიხდის. 

დაძაბულობამ გიუმრიში მას შემდეგ იმატა, რაც რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გუშინ საღამოს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ხელისუფლებამ გიუმრიში შინაგანი ჯარების შენაერთების შეყვანა დაიწყო.