ბათუმში ბიზნესმენის ავტომობილი დაწვეს

  15:24:06     19-01-2015


გავრცელებული ინფორამციით, ბათუმში ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას ავტომობილი დაწვეს. მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. დამწვარი ავტომობილი მეზობლებმა იპოვეს.
მათი განცხადებით, აფეთქების ხმა არ გაუგიათ, თუმცა დამწვარი მანქანის გვერდით ბენზინით სავსე ბოთლები ნახეს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.